27 აპრილი 2024,   06:55
ვრცლად
ვიეტნამში, ქალაქი დანანგი ტაიფუნს ებრძვის

ვიეტნამში, ქალაქი დანანგი ტაიფუნს ებრძვის. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, 20-ზე მეტ ადამიანს კი ეძებენ. დაზარალებული რაიონებიდან 30 ათასზე მეტი ადამიანის, მათ შორის უცხოელი ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა, ძლიერმა შტორმმა ასობით საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაანგრია. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

ამ ქალაქმა 10-11 ნოემბერს აზია-წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის უნდა უმასპინძლოს.

სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები იგეგმება.

 

დღის ამბები