05 მაისი 2024,   00:36
ვრცლად
კამათი პარლამენტში - პოზიცია თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს

საკანონმდებლო ორგანომ, ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის განხილვა დაიწყო. დოკუმენტი საპარლამენტო კომიტეტებს დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააცნო.

კამათი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტეის სხდომაზე ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ წევრების შეკითხვას მოჰყვა. ირაკლი აბესაძე დაინტერესდა იმ პრემიებითა და დანამატებით, რომელიც ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე გაიცემა. მათ შორის "ევროპული საქართველოს" წევრმა დაასახელა სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი, რომელიც დანამატებისა და პრემიების რაოდენობით ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკია.

„შეკითხვა მაქვს, ბატონი გოგაშვილის შემთხვევა გამონაკლისია, თუ ზოგადად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ ოდენობით გაიცემა დანამატები და პრემიები,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით მომავალ წელსაც ძალოვან უწყებებში დანამატები იქნება, ვინაიდან ეს თანამდებობით განსაზღვრული დანამატებია.

„ეს არის წოდებასთან დაკავშირებული, დამსახურებასთან დაკავშირებული და ა.შ.  რომელიც მუდმივად იქნება. რაც შეეხება სახელფასო დანამატს, რომელიც არაფერზე მიბმული არ არის დანამატების დარეგულირება არის დაგეგმილი იმ კანონპროექტით, რომელიც წარმომდგენილია პარლამენტში.

ოპოზიციაში თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მთავრობა არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს, რაც ლარის გაუფასურების მიზეზი ხდება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე დარჩენილია დასახარჯი  2.2 მილიარდი  ლარი  და ეს თანხა აუცილებლად უნდა დახარჯოს მთავრობამ. შესაბამისად გაიზარდება ლარის მასა, რაც ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას გამოიწვევს.

„და კიდევ ერთი, ამ 9 თვის განმავლობაში დაედო უკიდურესად მავნე პრაქტიკას საფუძველი ფინანსთა სამინისტროში, როდესაც 500 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გასცეს კომერციულ ბანკებზე,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები