27 აპრილი 2024,   08:10
ვრცლად
რუსეთის ქალაქ იჟევსკში 9 სართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა - ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია მოყოლილი

რუსეთის ქალაქ იჟევსკში 9 სართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. წინასწარი ვერსიით, ერთ-ერთ ბინაში გაზი აფეთქდა, რასაც მთელი სადარბაზოს ჩამონგრევა მოყვა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. ერთ-ერთი მაშველებმა გადაარჩინეს. თუმცა, მძიმე დაზიანებებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქების შედეგად კორპუსში სულ 32 ბინა დაინგრა.

მეზობელი სადარბაზოდან უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუცია განხორციელდა. სამაშველო ბრიგადების გარდა, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფებიც მუშაობენ.

დღის ამბები