27 აპრილი 2024,   09:47
ვრცლად
ფონიჭალაში ერთდროულად 4 სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალაში ერთდროულად 4 სპეცოპერაცია მიმდინარეობს და უკვე დაკავებულია 4 ნარკორეალიზატორი. მათ შორის 2 კაცი, 2 კი ქალია. ოთხ ლოკაციაზე მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, რომელსაც შსს აწარმოებს. დაკავებულები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში აიყვანეს, თუმცა ისინი პოლიციას ჯერ არ გამოუყვანია სახლებიდან.

ამ წუთებში მიმდინარეობს სახლების ჩხრეკა და ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი საკმაოდ დიდი რაოდენობით არის მობილიზებული.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, გასაღებას გულისხმობს. 

საპოლიციო მოქმედება ნარკოდანაშაულის კვალიფიკაციით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება. 

დღის ამბები