27 აპრილი 2024,   06:42
ვრცლად
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი 24 თეთრით გაუფასურდა - ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში ელოდებიან

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულებამ დღის 05:00 საათის შემდეგ, 1 დოლარის ღირებულებამ 2 ლარსა და 72 თეთრს მიაღწია.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარის კურსი 24 თეთრით დაეცა. ეროვნულ ვალუტა დღეს ევროსთან მიმართებაშიც 3 თეთრით გაუფასურდა და 3 ლარი და 21 თეთრი შეადგინა.

ეკონომისტებისთვის ლარის ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისი და ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა.

მმართველი პარტია პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს 10 დღეში მოუსმენს. მანამდე უმრავლესობა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვდა, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა ლარის კურსის ვარდნა იყო.

ესწრებოდა თუ არა შეხვედრას მმართველი პარტიის ოფისში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ამაზე უმრავლესობის წევრებმა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს.

ეროვნული ბანკისთვის ლარის გაუფასურების გადაბრალება მიუღებელია ოპოზიციისთვის. ისინი მთავრობას რეკომენდაციას აძლევენ ბიუჯეტი სწორად დაგეგმოს და გადასახადები დაწიოს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს 27 ნოემბერს საფინანსო კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან. კობა გვენეტაძე პარლამენტში მთავარი საფინანსო ინსტიტუტის 2018-2020 წლების გეგმას წარადგენს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები