02 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
ქუთაისში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს. როგორც თანამშრომლები აცხადებენ, დილით დაახლოებით 5 საათზე, მარკეტში დანით შეიარაღებული 4 პირი შევიდა და მაღაზიიდან დაახლოებით 4000 ლარი, ასევე სასმელები და სიგარეტი წაიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობას მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

დღის ამბები