27 აპრილი 2024,   01:04
ვრცლად
ISIS მომხრეებს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში საშობაო ბაზრობებზე თავდასხმისკენ მოუწოდებს

ისლამური სახელმწიფო შობა-ახალი წლის პერიოდში ევროპაში მასშტაბურ თავდასხმებს გეგმავს.

ინფორმაციას დეილი მეილი ავრცელებს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, ISIS-მა საკუთარ მომხრეებს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში საშობაო ბაზრობებზე თავდასხმებისკენ მოუწოდა.

შესაბამისი მოწოდებები დაჯგუფებამ ფოტომასალის საშუალებით გაავრცელა, რომლებზეც სანტა-კლაუსის გვერდით ISIS-ის მებრძოლია ასახული. კადრებს ახლავს წარწერა შინაარსით - "მოკლე ხანში თქვენს დღესასწაულებზე".

ისლამური სახელმწიფოს მოწოდებები კიბერ-უსაფრთხოების ერთ-ერთმა სააგენტომ ინტერნეტ-მესენჯერებში აღმოაჩინა, რომლითაც ტერორისტები სარგებლობენ.

უწყების ცნობით, პროკლამაციების გავრცელება ISIS-მა მას შემდეგ დაიწყო, რაც გერმანელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი თავდასხმის მოწყობას ბერლინის ტერაქტის წლისთავზე ისევ საშობაო ბაზრობაზე აპირებდნენ 

დღის ამბები