27 აპრილი 2024,   01:58
ვრცლად
ათენში მემარცხენე თურქულ დაჯგუფებასთან კავშირში ეჭვმიტანილები დააპატიმრეს

ათენში მემარცხენე თურქულ დაჯგუფებასთან კავშირში ეჭვმიტანილები დააპატიმრეს. სპეცოპერაცია სამ მისამართზე ჩატარდა. დაპატიმრებულია 9 ადამიანი.

ყველა დაკავებული თურქეთის მოქალაქეა. ბინებში ჩატარებული ჩხრეკისას პოლიციამ დეტონატორები და ბომბების დასამზადებლად საჭირო მოწყობილობები აღმოაჩინა.

მემარცხენე დაჯგუფება, რომელთან კავშირშიც დაკავებულები არიან ეჭვმიტანილი, თურქეთში 90-იან წლებში ტერაქტებს აწყობდა, რის გამოც, ის აკრძალულ ორგანიზაციად გამოცხადდა.

ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში საბერძნეთში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება. 

დღის ამბები