
კიევში კარვების ქალაქში ხალხი იკრიბება. ისინი პოლიციელების სავარაუდო შემოტევისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ბატალიონ „დონბასის“ ხელმძღვანელმა, სიმიონ სიმიონჩენკომ „კურიერის“ ეთერში დაადასტურა. მისი თქმით, ისინი დანებებას არ აპირებენ.
ბატალიონ "დონბასის" ხელმძღვანელის განცხადებით, რადას შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ, თავდაცვისთვის ემზადებიან, თუ ადგილზე სპეცრაზმი მივა, რომელმაც შესაძლოა, კარვების ქალაქი დაარბიოს.
ცოტა ხნის წინ უკრაინაში მიხიელ სააკაშვილი დააკავეს. ის კიევის ცენტრში მდებარე უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყავთ გადაყვანილი.