22 დეკემბერი 2024,   05:46
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, ამის შესახებ კიევიდან, სააკაშვილის თანაგუნდელზე, დავით საყვარელიძეზე დაყრდნობით "კურიერის" კორესპონდენტი იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი კიევის ცენტრში მდებარე უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყავთ გადაყვანილი.  

უსაფრთხოების სამსახურის მიმდებარე ტერიტორია, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელბს აქვთ გადაკეტილი.  

რამდენიმე დღის წინ, 5 დეკემბერს სააკაშვილი უკვე ერთხელ დააკავეს, თუმცა მაშინ მისმა მხარდამჭრებმა სპეცრაზმის წარმომადგენლებს მისი წაყვანის საშუალება არ მისცეს. 

კიევში კვირას სახალხო მსვლელობა უნდა გამართულიყო. შეკრებილები მარშით მაიდნისკენ უნდა დაძრულიყვნენ.

"ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი მაღალი ტემპერატურის გამო, თანამებრძოლთა რიგებს კვირამდე გამოთიშული იყო. 

 

 

დღის ამბები