
This is a modal window.
„ჩანს, რომ უკრაინის ხელისუფლება აწარმოებს პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორების პროცესს, რასაც მართლმსაჯულებასთან საქმე არ აქვს,“- ამის შესახებ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა. მან უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე ისაუბრა.
„ყოველდღიურად უკრაინის ჩინოვნიკები აანონსებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებული უნდა იქნას, ამ დრომდე არცერთი გადაწყვეტილება არ გვინახავს, რომელიც სასამართლოს კონტროლის საფუძველზე იქნებოდა გაცემული,“ - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატმა უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის მიერ სააკაშვილთან დაკავშირებით "კურიერში" გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა.
„ეს იყო წვრილმანი თაღლითის გამოსვლა და არა შს მინისტრის მრჩევლის გამოსვლა, როცა სამართლებრივად მნიშნველოვან საკითხებზე კითხვებს უსვამდით, ხელს პროკურატურისგან იშვერდა, რომ ამ საკითხზე მე ინფორმაციას არ ვფლობო,“ - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატს უჭირს ივარაუდოს, აღკვეთის ღონისძიების რომელი სახე შეეფარდება მიხეილ სააკაშვილს, თუმცა აღნიშნა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, არასაპატიმრო ღონისძიება შეეფარდოს.