22 დეკემბერი 2024,   21:10
ვრცლად
32 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა 14 ჭრილობა მიაყენა - სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლი ქალის მეგობარი მამაკაციც გახდა

32 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა 14 ჭრილობა, 4 ნაკვეთი ჭრილობა საზარდულის არეში, 10 კი მუცელში, მიაყენა. 2 მცირეწლოვანი შვილის დედა რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

„კურიერის“ ინფორმაციით, სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლი ქალის მეგობარი მამაკაციც გახდა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. შემთხვევა თბილისში წმინდა ბარბარეს უბანში მოხდა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა გუშინვე შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკვეს. 40 წლამდე მამაკაცი ”კურიერმა” იმ დროს გადაიღო, როდესაც საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა მიიყვანეს.

დაჭრას წინ დაპირისპირებაც უძღოდა. „კურიერის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სახლში 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა, ბავშები თავდასხმის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ. ბინის მეპატრონე კი ყვება, რომ ყოფილი მეუღლე ქალზე სისტემატურად ძალადობდა, დახმარების თხოვნით კი დაზარალებულმა პოლიციას რამდენჯერმე მიმართა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ოჯახური ძალადობის საფუძველზე ორი პირის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებული ბრალს აღიარებს. 

დღის ამბები