ოკუპირებული აფხაზეთიდან თურქეთის მოქალაქე გაიტაცეს. შემთხვევა ოჩამჩირის პორტის მახლობლად მოხდა. გავრცელებული ცნობით, თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი ბარიდან გამოვიდა და ერთ-ერთ ადგილობრივს პორტამდე მანქანით მიყვანა სთხოვა, თუმცა რამდენიმე წუთში ისინი ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა გააჩერა, მძღოლი ავტომობილიდან გადმოიყვანეს, თურქეთის მოქალაქე კი იმავე მანქანით გაიტაცეს. სამართალდამცველებმა რამდენიმე საათის შემდეგ ავტომობილი გალი-ოჩამჩირის გზაზე აღმოაჩინეს. გატაცებულს კი ამ დრომდე ეძებენ. მომხდარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.