27 აპრილი 2024,   01:37
ვრცლად
მაჩალიკაშვილების სახლში მეორე ტყვიის შესაძლო გასროლა პირველადი დათვალიერებით არ დასტურდება

მაჩალიკაშვილების სახლში მეორე ტყვიის შესაძლო გასროლა პირველადი დათვალიერებით არ დასტურდება - ამის შესახებ განცხადება დამოუკიდებელმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა გააკეთა.

მისი ინფორმაციით, ბალისტიკური ექსპერტიზის ფარგლებში აღმოჩენილია ტყვიის ახალი ფრაგმენტები, რომელიც შემდგომ გამოკვლევას ექვემდებარება.

ექსპერტის თქმით, სხვა დაზიანებები ადგილზე აღმოჩენილი არ არის, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ 19 წლის ახალგაზრდის მიმართულებით მხოლოდ ერთი ტყვია გაისროლეს.

რაც შეეხება ხელყუმბარის მდებარეობას, კონკრეტული ინფორმაცია ამ ეტაპზე ალთუნაშვილს არ აქვს.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესახებ კითხვები აქვს ოჯახის ადვოკატსაც.

ექსპერტებისა და საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში სამსაათიანი მუშაობა უკვე დაასრულეს.

დღის ამბები