27 აპრილი 2024,   04:09
ვრცლად
ადვოკატ გოგა ონიანის საქმის არსებითი განხილვა სააპელაციო სასამართლოში 2 მარტს გაგრძელდება

ადვოკატ გოგა ონიანის საქმის არსებითი განხილვა სააპელაციო სასამართლოში 2 მარტს გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე, ბრალდებული საქმის დეტალებზე საუბრობდა და მოსამართლეს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართა.

დაცვის მხარე საქმეში იმ მტკიცებულებების დართვას ითხოვდა, რომელიც პირველმა ინსტანციამ მტკიცებულებად არ მიიღო. 

გოგა ონოანის სასამართლო სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ და "ევროპული საქართველოს“ წევრი იმყოფებოდნენ. ონიანის ყოფილი თანაგუნდელები მისი პოლიტიკური პატიმრობის შესახებ საუბრობენ.

გოგა ონიანს პროკურატურა რამდენიმე დანაშაულს ედავება, მათ შორისაა, უკანონო დაკავება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.

დღის ამბები