27 აპრილი 2024,   01:11
ვრცლად
გერმანულმა სასამართლომ ქურდობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, პატიმრობა შეუფარდა

გერმანულმა სასამართლომ ქურდობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა.  სამართალდამცველებმა 33 და 35 წლის მამაკაცები რამდენიმე დღის წინ  ქალაქ კემნიცში, ბინის გაქურდვის მცდელობისას დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩხრეკისას მათ სახლიდან მოპარული ნივთები აღმოაჩნდათ.

გამოძიება ცდილობს დაადგინოს, არიან თუ არა დამნაშავეები ქართველ მძარცველთა დაჯგუფების წევრები და ჰყავდათ თუ არა მათ თანამზრახველები. ქურდობის ბრალდებით კიდევ ერთი ქართველი იტალიაშიც დააკავეს.

დღის ამბები