27 აპრილი 2024,   08:14
ვრცლად
"ბადაგონის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ლიზა ბაგრატიონი დაკითხვაზე იმყოფება

"ბადაგონის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაკითხვაზე იმყოფება. ლიზა ბაგრატიონთან შეკითხვები ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს აქვთ.

სავარაუდოდ, ბაგრატიონს, ღვინის კომპანიის მითვისების სავარაუდო ფაქტის გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ.

თავად ბაგრატიონმა დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, რომ საგამოძიებო სამსახურში დაბარება მისთვის მოულოდნელი და გასაკვირი იყო. მისივე თქმით, არ იცის რას ეხება დაკითხვა, მაგრამ მზად არის მისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

,,ვერ ვხედავ ჩემს ფუნქციონალურ დატვირთვას ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მზად ვარ ის რაც ვიცი და რასაც ვაკეთებდი 10 წლის განმავლობაში, ის რაც ჩემს თვალწინ ხდებოდა-ამ კითხვებს გავცე პასუხი,“-ამბობს ბაგრატიონი. 

დღის ამბები