27 აპრილი 2024,   05:35
ვრცლად
ალექსანდრე ბურჭულაძის თქმით, მის ტელეფონში უკანონო შეღწევა შესაძლოა, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს

პაატა ბურჭულაძის შვილი მის ელექტრონულ მოწყობილობებში, სავარაუდოდ, უკანონო შეღწევის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიკითხა. დაკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა.

ალექსანდრე ბურჭულაძის თქმით, მის ტელეფონში უკანონო შეღწევა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მისი მამის, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ საქმიანობასთან.

გამოძიების დაწყების მოთხოვნით მან პროკურატურას რამდენიმე კვირის წინ მიმართა.

დღის ამბები