27 აპრილი 2024,   06:20
ვრცლად
დაპირისპირება სუპერ თასის მატჩის შემდეგ - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დაკითხეს

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის დაკითხვა დასრულებულია. საბურთალოს პოლიციაში კახა ჭუმბურიძე შაბათს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დაიბარეს.

ჭუმბურიძემ მედიასთან მხოლოდ ის განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებას ჩვენება მისცა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

„სოციალური ქსელით გავაკეთე განცხადება, ახალს ვერაფერს დავამატებ. დაბარებული ვიყავი და ჩვენება მივეცი,“- განაცხადა კახა ჭუმბურიძემ.

საქართველოს სუპერ თასის მატჩი ჭუმბურიძისა და საჩხერის „ჩიხურას“ აღმასრულებელი დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. მან "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ მატჩის დასრულებისას მცირე ინციდენტი მოხდა, თუმცა ჩხუბს ადგილი არ ჰქონია. 

„იყო ჩვეულებრივი ძიძგილაობა. სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. განიმუხტა, შევრიგდით, მეგობრულად დავშორდით,“- განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

რამდენიიმე დღით ადრე კი "ინტერპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში, შუკაკიძემ განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები