
ძველ თბილისში საიუველირო მაღაზია "MONTE" დააყაჩაღეს. შემთხვევა აბანოს ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც "რუსთავი2"-ს განუცხადეს, მაღაზიაში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. წაღებულია 15 ათასმდე ლარის ღირებულების სამკაულები.
„წაღებული არის ნივთები, ხელნაკეთები მინანქარში, საკმაოდ ძვირადღირებული, თითო ნაკეთის ღირებულება არის მინიმუმ 300 ლარი, წაღებულია 2-3 ვიტრინა,“ - განაცხადა ილონა მურატიანმა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.