27 აპრილი 2024,   05:30
ვრცლად
ანგელა მერკელი იმედოვნებს, რომ კანცლერის პოსტზე აირჩევენ 

ანგელა მერკელი იმედოვნებს, რომ კანცლერის პოსტზე აირჩევენ. პარლამენტში მის კანდიდატურას კენჭს 14 მარტს უყრიან.

მოქმედი კანცლერი სოციალ-დემოკრატების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლებმაც ქრისტიან-დემოკრატებთან კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე თანხმობა შიდაპარტიული კენჭისყრით დაადასტურეს.

ანგელა მერკელი პირობას დებს, რომ ახალი კაბინეტი გერმანელი ხალხისა და ევროპის კეთილდღეობისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. არჩევნები გერმანიაში სექტემბერში ჩატარდა, თუმცა კოალიციის შექმნის შესახებ მოლაპარაკებებს თითქმის 6 თვე დასჭირდა.

 

დღის ამბები