27 აპრილი 2024,   02:59
ვრცლად
ყოფილ "ოფიცერთა სახლში" კირილ ზდანევიჩის კედლის მხატვრობა ჩამოფხეკილია

რუსთაველის გამზირზე, ყოფილ ოფიცერთა სახლში, კირილ ზდანევიჩის კედლის მხატვრობა ჩამოფხეკილია.

შენობით ამჟამად მოიჯარე ტანსაცმლის ერთ-ერთი ბრენდი სარგებლობს. ბესტ ბრენდ გრუპის წარმომადგენელის თქმით, ბათქაში აგურის კედლიდან მათ შარშან უკვე ჩამოხსნილი დახვდათ.

მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომლსაც ზდანევიჩის მხატვრობის ნახვა უნდოდა, თუმცა, შემოქმედებითი ნიმუშის განადგურების გამო, ვერ შეძლო, მომხდარზე პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერიას აკისრებს.

თბილისის მერიაში კი განაცხადეს, რომ რეკონსტრუქციის პროექტი მათთან არ შეუთანხმებიათ.

შენობისა და კედლის მხატვრობის სავალალო მდგომარეობის გამო, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ფრესკის კონსერვაციის პროექტი შეიმუშავა და იმდროინდელ მეპატრონეს შპს ერისიონს კონტრაქტი დაუდო.

ხელშეკრულება მეპატრონეს ავალდებულებდა, მხატვრობა გადაერჩინა. ამისთვის სარდაფი უნდა ამოეშრო და ერთი წელი სამუშაოების დაწყებამდე გაენიავებინა.

1920-იან წლებში ე.წ. "თბილისის კრუჟოკის", ახლა ე.წ. "ოფიცერთა სახლში" კაფე არგონავტთა ნავი მდებარეობდა.

700 კვ. მეტრის სივრცე გუდიაშვილმა და ზდანევიჩმა მოხატეს. მოხატულობა დაკარგულად ითვლებოდა 1990-იანი წლების შუა ხანებამდე. ძლივს ნაპოვნი მოხატულობა 2000 წელს სარდაფის მფლობელების მიერ ჩატარებულმა რემონტმა იმსხვერპლა. ჩამოფხეკილ შელესილობას მხოლოდ 20 კვადრატული მეტრი გადაურჩა.

დღის ამბები