05 მაისი 2024,   07:55
ვრცლად
გლდანში ორმა არასრულწლოვანმა ორი ავტომობილის მოპარვა სცადა

გლდანის მე-5 მიკრორაიონში, მე-6 კორპუსთან ორი მსუბუქი ავტომობილის მოპარვა სცადეს.

 „კურიერის“ ინფორმაციით, უცნობი პირები კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ორი ავტომობილის ერთდროულად მოპარვას ცდილობდნენ.

ერთ-ერთი ავტომობილის მფლობელის ინფორმაციით, მან  დაინახა, რომ უცნობი პირები მისი ავტომობილის მეორე ავტომობილისთვის მიბმას და კორპუსიდან გაყვანას შეეცადნენ.  

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვის დასრულებულია.

როგორც შს სამინისტროში „რუსთავი2“-ს განუცხადეს, მომხდარზე საქმე ქურდობის მცდელობის მუხლით არის აღძრული, მხილებულია ორი არასრულწლოვანი. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ დანაშაულის ჩადენის მცდელობის შესახებ მოქალაქემ აცნობა, პოლიციამ ავტომობილების ქურდობა აღკვეთა.  

დღის ამბები