27 აპრილი 2024,   01:02
ვრცლად
გუდაურში მომხდარი ფაქტის შესასწავლად საერთაშორისო ექსპერტები და კომპანია "დოპელმაიერის" წარმომადგენლები დღეს არ ჩასულან

გუდაურში მომხდარი ფაქტის შესასწავლად საერთაშორისო ექსპერტები და კომპანია დოპელმაიერის წარმომადგენლები დღეს არ ჩავიდნენ.

სათხილამურო ტრასა გუდაურში, სადაც გუშინ 11 ადამიანი დაშავდა, ამ დრომდე დაკეტილია.

საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, ადგილზე დღეს საერთაშორისო ექსპერტებს ელოდებოდნენ, თუმცა, ექსპერტები გუდაურში არ გამოჩენილან.

გუშინ მომხდარი შემთხვევის გამო დაკეტილი საბაგიროს გარდა, სპეციალურმა ჯგუფებმა სხვა ტრასებზე არსებული უსაფრთხოების ნორმებიც უნდა შეამოწმონ.

დღის ამბები