26 აპრილი 2024,   11:32
ვრცლად
ქეით მიდლტონს ბიჭი შეეძინა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ახალი წევრი ჰყავს. ქეით მიდლტონს ბიჭი შეეძინა. ტახტის რიგით მეხუთე მემკვიდრე 3 კილოგრამსა და 800-ს გრამს იწონის.

კენსინგტონის სასახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძობენ. მშობიარობას კემბრიჯის ჰერცოგი უილიამიც დაესწრო.

სამეფო ოჯახი ახალშობილის სახელს მოგვიანებით გაახმაურებს. ის პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის მესამე შვილი, დედოფლისთვის კი მეექვსე შვილთაშვილია.

სამეფო ოჯახს ახალი წევრის დაბადება უკვე მიულოცეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და ლონდონის მერმა. 

დღის ამბები