08 მაისი 2024,   19:29
ვრცლად
მოვითხოვეთ კანჯი ოღლის გადმოცემა...პასუხი იყო გაურკვეველი - გალში შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

გალში ინციდენტების პრევენციის შეხვედრა დასრულდა. ქართული მხარის მთავარი მოთხოვნა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის გადმოცემა იყო, თუმცა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ამ მოთხოვნაზე საოკუპაციო რეჟიმის პასუხი გაუგებარია.

„ხვალ 19 მაისია სრულდება ორი წელიწადი გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან ეს საკითხი იყო ძალიან ინტენსიური განხილვის საგანი. ჩვენ კატეგორიულად დავაყენეთ და მკაფიოდ დავაფიქსირეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია - კანჯი ოღლის მიმართ სამართლის აღსრულების თაობაზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემის თაობაზე. პასუხი და მათი პოზიცია არის უცვლელი. პასუხი იყო გაურკვეველი.

ასევე განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც დაფიქსირდა საოკუპაციო ხაზთან და მიმდინარე ტერიტორიაზე. რაც შეეხება უკანონო დაკავებების საკითხს ეს თემაც პრინციპულად გაჟღერდა ჩვენს მიერ , მოვიკითხეთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოვითხოვეთ მათი უმოკლეს დროში გათავისუფლება“-განაცხადა ანთაძემ.

შემდეგი შეხვედრა გალში 2018 წლის 27 ივნისს ჩაინიშნა.

დღის ამბები