26 აპრილი 2024,   11:30
ვრცლად
ჰავაიზე ვულკან "კილა-უეა"-დან ამოფრქვეულმა ლავამ ოკეანეს მიაღწია

ჰავაის მცხოვრებლებს მორიგი საშიშროება ემუქრებათ. ვულკან კილა-უეა-დან ამოფრქვეულმა ლავამ ოკეანეს მიაღწია.

ლავა, რომლის ტემპერატურაც 1000-ს გრადუსს აღემატება, ოკეანის წყალთან შერევისას ჰიდროქლორინის მჟავას, ორთქლსა და ვულკანური მინის ნაწილაკებს გამოყოფს, რაც ადამიანისთვის სახიფათოა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა შესაძლო შედეგების შესახებ უკვე გააფრთხილა.

ჰავაის ერთ-ერთი ძირითადი მაგისტრალის დაზიანების შემდეგ, ეროვნული გვარდია მოსახლეობის ევაკუაციისთვის ალტერნატიული მარშრუტების დადგენაზე მუშაობს.

დღის ამბები