26 აპრილი 2024,   11:48
ვრცლად
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს FBI-ს ქმედებებს შეისწავლის

შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ქმედებებს შეისწავლის.

უწყება გეგმავს დაადგინოს, იყო თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ქმედებები, როდესაც ის ტრამპის შტაბის წევრების რუსეთთან კავშირებს სწავლობდა.

გამოძიების დაწყება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო ბიურომ საპრეზიდენტო კამპანიის დროს მის საარჩევნო შტაბში ინფორმატორი ჩანერგა.

FBI ტრამპის კამპანიის რუსეთთან კავშირებს 2016 წელს იძიებდა.

დღის ამბები