17 ოქტომბერი 2018,   16:59
ვრცლად
ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობები - მიხეილ ჯანელიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ადგილზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. სამხედრო კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით გამართული დებატებისას მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობა, რაც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებისთვის ძირითად დაბრკოლებას წარმოადგენს.

დარბაზში შეკრებილებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობები შეახსენა.

„რუსეთი აგრძელებს გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დარღვევას. რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა და რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ევროკავშირის მედიაციით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი გარემო საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლესა და ძირითად უფლებებს. გასულ წელს, საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მოკლა. ამ წლის დასაწყისში კი ცხინვალის რეგიონში დაკავებული კიდევ ერთი ქართველის, არჩილ ტატუნაშვილი სასტიკი მკვლელობა მოხდა. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააძლიეროს ბრძოლა დაუსჯელობასთან და დამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად ყველა მექანიზმი გამოიყენოს"-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები