26 აპრილი 2024,   11:45
ვრცლად
პრემიერ-მინისტრსა და საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრსა და საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ფრანგმა დიპლომატმა საქართველოსადმი საფრანგეთის მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება. ასევე გამოვიდა ინიციატივით შეიქმნას დიმიტრი ამილახვარის სახელობის დიალოგის ფორმატი, ორმხრივი თანამშროლობის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის დეტალურად განსახილველად. შეხვედრას განათლების მინისტრიც დაესწრო - შეხვერის დასასრულს მიხეილ ჩხენკელმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. ჟან-ივ ლე დრიანი თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ჩამოვიდა.

დღის ამბები