08 მაისი 2024,   22:01
ვრცლად
"სირცხვილია რომ მამას, რომელსაც შვილი აღარ ჰყავს დადის და ვერანაირ პასუხს ვერ სცემს პროკურატურა"-მიხეილ რამიშვილი

ე.ც. ციანიდის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სამარცხვინოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ პროკურატურა მოკლული დავით სარალიძის მამას ამ დრომდე პასუხს ვერ სცემს. სოლიდარობის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მტკივნეულია შვილმკვდარი მამის გვერდით დგომა. ადვოკატი ითხოვს, რომ სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც აქვს ზაზა სარალიძეს.

„ძალიან მტკივა, რომ დღეს ვდგავარ შვილმკვდარი მამის გვერდით და ძალიან კარგად მესმის რას ნიშნავს მისთვის აქ დგომა. მთელი უბედურება ის არის რომ ამ ქვეყანაში ყველას ავიწყდება და პირველ რიგში იმ პირებს და უწყებას, რომელიც სიმართლეს უნდა ემსახურებოდნენ. სირცხვილია, რომ მამას რომელსაც შვილი აღარ ჰყავს, დადის და ვერანაირ პასუხს ვერ სცემს პროკურატურა,“-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

დღის ამბები