19 ოქტომბერი 2019,   22:37
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიება მერაბ მორჩაძეს, სავარაუდოდ, მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავება

51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეში მოწმეზე ზეწოლის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

დაკითხვის დასრულების შემდეგ პირველი განცხადება მედიასთან ბრალდებულის ადვოკატმა, ზაზა თავაძემ გააკეთა. ადვოკატი ადასტურებს, რომ მერაბ მორჩაძე, მიხეილ კალანდიას ახლობელია. კალანდია კი ყოფილი პროკურორის მირზა სუბელიანის ოჯახის წევრია.

ზაალ თავაძის განცხადებით, მორჩაძეს არასრულწლოვნებმა დახმარების თხოვნით მიმართეს, თუმცა, მან არ დააკონკრეტა, რა სახის დახმარება გაუწია მორჩაძემ არასრულწლოვნებს.

ადვოკატის თქმით, მერაბ მორჩაძემ მიხეილ კალანდიას სასამართლოში გაკეთებული მესამე ჩვენების შემდეგ მიაკითხა და სახლში წაიყვანა. 

ზაალ თავაძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, გამოძიება მას ედავება მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას.

ზაალ თავაძე აცხადებს, რომ წარსადგენ ბრალდებას არ აღიარებს მორჩაძე.

მორჩაძის ოჯახის წევრებისთვის გაურკვეველია, ვისზე ან რატომ უნდა მოეხდინა მერაბ მორჩაძეს ზეწოლა.

შსს-ს ინფორმაციით, მორჩაძის დაკავება მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განხორციელდა, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

ავტორი: თაკო სურგულაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები