07 დეკემბერი 2019,   12:32
ვრცლად
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორი უკმაყოფილო მშობლებს პასუხობს

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახა გვანცელაძე, იმ მოქალაქეების პრეტენზიებს პასუხობს, ვისაც ბაღში დარეგისტრირებაზე პრობლემა შეექმნათ.

კახა გვანცელაძის თქმით, საიტის ტექნიკური პრობლემები არ ჰქონია და პრობლემა საკუთარი ინტერნეტ-პროვაიდერების ბრალია.

„უკვე დარეგისტრირებულია 8000-მდე ბავშვი და დაახლოებით 3500 ადგილი არის კიდევ ვაკანტური, რეგისტრაცია ჩვეულებრივ გრძელდება. ჩვენი მხრიდან ტექნიკურად არანაირი პრობლემა არ შექმნილა და არცერთი ხარვეზი არ დაფიქსირებულა. იყო სხვადასხვა ზარები და მშობელთა კომუნიკაცია ჩვენთან და ამის მიხედვით ფიქსირდება, რომ თავად მათ ინტერნეტ-რესურსებს ჰქონდა პრობლემები, ასევე სხვადასხვა კომპიუტერულ ტექნიკას,“ - განაცხადა კახა გვანცელაძემ.

წელს თბილისის ბაღებში 15 000 ბავშვი დარეგისტრირდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი.

დღის ამბები