08 მაისი 2024,   21:49
ვრცლად
ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი დასრულდა

ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი დასრულდა. საერთაშორისო ფორუმი იუსტიციის მინისტრმა დახურა.

დელეგატებმა ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს, სადაც ღია მმართველობის გაძლიერებისა და ქალთა უფლებების შესახებ ახალი ჩანაწერი გაჩნდა.

მსოფლიო რიგით მეხუთე სამიტში 76 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

„მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისში ეს სამიტი იმართება სწორედ იმიტომ, რომ საფრანგეთმა საქართველოს გადმოაბარა შარშან ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობა და იმართება თბილისში სწორედ იმიტომ, რომ საქართველო არის თავისი რეფორმებით და თავისი ანგარიშვალდებული მთავრობით, პარლამენტით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებით ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანა 76 წევრისაგან შემდგარ ორგანიზაციაში,“-განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები