26 აპრილი 2024,   11:40
ვრცლად
ზეწოლა, დაჯგუფებებს შორის ომი და ჯანმრთელობის პრობლემა - ნინო გვენეტაძის გადადგომას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობის დატოვება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ნინო გვენეტაძის გადადგომით, ხელმძღვანელის გარეშე დარჩა იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

სასამართლო სისტემის მმართველ ორგანოში მუდმივი დაპირისპირება და სხვაობა პოზიციებს შორის გამოჩნდა დღესაც, როდესაც საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გადადგომას აფასებდნენ.

საბჭოს მოსამართლე წევრები ერთხმად საუბრობენ გვენეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. არამოსამართლე წევრები კი კვლავ ზეწოლაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ანა დოლიძის თქმით, ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება სასამართლოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს.

საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, ნინო გვენტეძეზე ზეწოლაში, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს და მის გუნდს ადანაშაულებს. ჯანეზაშვილის თქმით, საბჭოს ხელმძღვანელმა ნოემბერში აღნიშნა, რომ ის ძალადობის  მსხვერპლია, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძე კი ამბობს, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა საბჭოში ყოველთვის იყო, თუმცა ამას არ ჰქონია ზეწოლის სახე.

ნინო გვენეტაძის აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ლოგიკური იქნებოდა, გვენეტაძე სწორედ ნოემბერში თუ გადადგებოდა, როდესაც მან კოლეგები ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულა.

„იყო ხაზგასმა ძალადობაზე, გასულ წელს, ნოემბერში, ქალბატონმა ნინომ ემოციურ ფონზე, საკმაოდ ემოციურ გარემოში საკითხის განხილვისას საბჭოს სხდომაზე, მან გააკეთა ეს განცხადება, თუმცა, ლოგიკური იქნებოდა, ალბათ, ხომ რომ თუ ამგვარი უკანონო ზემოქმედება არსებობდა, მაშინ გადამდგარიყო,“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დღის ამბები