26 აპრილი 2024,   11:47
ვრცლად
სტიქია ახმეტის მუნიციპალიტეტში - ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა

სტიქია ახმეტის მუნიციპალიტეტში - ძლიერი წვიმის შედეგად, მატანში, დუისსა და ომალოში საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა.

ძლიერი წყალმოვარდნის გამო კი შიდა გზებზე გადაადგილება შეფერხდა. წვიმას თან ახლდა სეტყვა, რამაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

ახმეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის მიუხედავად, მნიშვნელოვანი ზარალი სოფლებს არ მიუღია. მისივე თქმით, სტიქიის ადგილზე მისი მოადგილე იმყოფება.

ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

დღის ამბები