13 ნოემბერი 2018,   07:40
ვრცლად
იტალიის ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა - ბოლო მონაცემით, დაიღუპა 22 ადამიანი

საავტომობილო ხიდი კი იტალიის ქალაქ გენუაში შუადღისას ჩაინგრა. ბოლო მონაცემით დაიღუპა 22 ადამიანი, 5 დაშავებული კი საავადმყოფოში მოათავსეს.

მაშველები მსხვერპლის გაზრდას არ გამორიცხავენ, რადგან ნანგრევებში მოყოლილ მანქანებს კვლავ ამოწმებენ. ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად შტორმი სახელდება.

გავრცელებული ცნობით, ხიდს მეხიც დაეცა და სტიქიას ხიმინჯმაც ვეღარ გაუძლო, რის გამოც 100 მეტრიანი ცენტრალური ნაწილი მთლიანად ჩაინგრა. საფრანგეთის პრეზიდენტმა იტალიელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და სამაშველო ოპერაციაში დახმარება შესთავაზა.

საავტომობილო ხიდი გენუაში 1960 წელს აშენდა. სარესტავრაციო სამუშაოები მას ბოლოს 2016 წელს ჩაუტარდა.

დღის ამბები