26 აპრილი 2024,   11:46
ვრცლად
კლიმატის ცვლილების მიმართულებით პრიორიტეტების განსაზღვრა - ეროვნული პროგრამის შემუშავებისადმი მიძღვნილი მეორე ღონისძიება გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეროვნული პროგრამის შემუშავებისადმი მიძღვნილი მეორე ღონისძიება გაიმართა. ეროვნული პროგრამის მიზანია ქვეყნის კლიმატის ცვლილების მიმართულებით პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი გათვალისწინებით საპროექტო კონცეფციების შემუშავება.

კლიმატის მწვანე ფონდი მობილიზებას უწევს 100 მილიარდ აშშ დოლარს, რომლითაც დაფინანსდება დაბალემისიანი პროექტები განვითარებად ქვეყნებში.

„საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, კლიმატის მწვანე ფონდთან თანამშრომლობა. მონაწილეებმა იმსჯელეს იმ იდეების შესახებ, რომლებიც შემდეგში საპროექტო წინადადებად ჩამოყალიბდება,“- აცხადებს თამარ ალადაშვილი.

დღის ამბები