08 მაისი 2024,   20:01
ვრცლად
მამუკა ბახტაძემ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

პრემიერმინისტრმა მუსლიმ მოსახლეობას ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

მამუკა ბახტაძე თბილისში, ბოტანიკურის ქუჩაზე, მდებარე მეჩეთში იმყოფებოდა.

პრემიერმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„საქართველოში ათასწლეულების განმავლობაში ყველა რელიგია თუ ეთნიკური ჯგუფი ერთად ცხოვრობდა. ამ ათასწლეულების ისტორიაში თქვენ ვერ ნახავთ პატარა ხარვეზსაც კი ამ ურთიერთობაში. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი სამშობლოს არა მხოლოდ სილამაზის განმსაზღვრელი ძალა, არამედ მისი სიძლიერის განმსაზღვრელი ძალა. თქვენი წინაპრები თავისი შრომით, თავისი ოფლისღვრით იღებდნენ ძალიან მნიშვნელოვან მონაწილეობას ჩვენი სამშობლოს და სახელმწიფოს ფორმირებაში, თქვენც და თითოეული ჩვენი მოქალაქე ღირსეულად ვაგრძელებთ ამ გზას,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ყურბან-ბაირამის დღის აღნიშვნა სამი დღის განმავლობაში გრძელდება.

 

 

 

დღის ამბები