26 აპრილი 2024,   11:57
ვრცლად
"100%-ით ეს საქმე იქნება მოგებული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის მიერ" - მარიამ ჯიშკარიანი

ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ - სასტიკი მკვლელობიდან 6 თვის თავზე არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა სტრასბურგში სარჩელი გააგზავნა.

ოჯახს იმედი აქვთ, რომ ევროპული სასამართლო მატ პირველად ვერსიას გაიზიარებს და დაადგენს, რომ არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს.

ტატუნაშვილის ოჯახი ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ელოდება.

მთავარი მტკიცებულება წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის - ემპათიას მიერ მომზადებული დასკვნაა.

სარჩელში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთდროულად რამდენიმე კონვენციის დარღვევაზეა ყურადღება გამახვილებული, რომელზეც პასუხი რუსეთმა უნდა აგოს.

„დასკვნა, რომელიც გახლავთ საერთაშორისო სტანდარტებით შესრულებული და წარმოადგენს მთავარ მტკიცებულებას საქმეში, დიდწილად განაპირობებს იმას, რომ, დაახლოებით, 100%-ით ეს საქმე იქნება მოგებული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის მიერ.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ამით ვერ შევუვსებთ იმ დანაკლისს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, რაც მათ მიმართ განხორციელდა ასეთი არაადამიანური მოპყრობის შედეგად, თუმცა, ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ მიღწეული იქნება დასჯა დამნაშავე პირების, რადგან ვფიქრობთ, რომ კომპენსაციასთან ერთად, სტრასბურგი დააკისრებს რუსეთის ფედერაციას ამ საქმის გამოძიებას,“ - აცხადებს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ - ემპათიას დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები