26 აპრილი 2024,   11:54
ვრცლად
უფასო სასადილოდან მოტანილი პური და ნახევრადდანგრეული სახლი - 8-სულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

ქობულაშვილების 8-სულიან ოჯახს მათთვის გაუგებარი მიზეზით სოციალური დახმარება მოუხსნეს. ოჯახს 6 მცირეწლოვანი ბავშვის გამოკვება უფასო სასადილოდან მოტანილი პურით და წვნიანით უწევს.

ქობულაშვილები თბილისში ნახევრადდანგრეულ კორპუსში ცხოვრობენ. მათ ოთახებს იატაკი არა აქვს, სახურავიც დაზიანებულია, რის გამოც წვიმის დროს ოთახებში წყალი ჩადის. ოჯახს ელექტრონერგია და ბუნებრივი აირი აქვს, თუმცა, გაზქურას და ერთადერთ ნათურას იშვიათად ანთებენ, რადგან გადასახადებს ვერ გადაიხდიან.

6 ბავშვიდან ყველაზე უფროსი 16 წლისაა, უმცროსი 4-ის. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, უფროსი შვილი სპეციალურ დაწესებულებაში მოათავსეს. მკურნალობა ესაჭიროება ეკატერინე გულიშვილსაც, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება აქვს.

ქობულაშვილების 8-სულიანი ოჯახი სოციალური დახმარების მოლოდინშია.

დღის ამბები