27 აპრილი 2024,   12:53
ვრცლად
პუტინის დაფინანსებული მედიაფორუმი - საპროტესტო აქციის მონაწილეებმა „ვერე პალასთან“ ქართული სუფრა გაშალეს

ხმაურია ამ წუთებში იმ სასტუმროსთან, სადაც კრემლის დაფინანსებით რუსული მედიაფორუმი უნდა ჩატარდეს. სასტუმროს შენობასთან მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას" წევრები და სხვა მოქალაქეები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები პუტინის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმის ჩატარებას აპროტესტებენ. 

„მართლა ვერასდროს წარმომედგინა, რომ ასეთი თავხედობა შეიძლება კიდევ გაებედათ, რომ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული ღონისძიება ჩატარებულიყო ამ ქვეყანაში. ეს ყველაზე დიდი უტიფრობა და სითავხედეა,“- განაცხადა მარიამ გეგუჩაძემ.

სასტუმროსთან ასევე სხვა საპროტესტო აქცია-პერფორმანიც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა „ვერე პალასთან“ ქართული სუფრა გაშალეს, დამკვრელები მიიყვანეს და ხმამაღალი შეძახილებით შეახსენეს მედიაფორუმზე შეკრებილებს ახსენებენ, რომ რუსეთი ოკუპანტია.

ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

 

დღის ამბები