26 აპრილი 2024,   11:52
ვრცლად
პალესტინელების მორიგი აქცია ღაზის სექტორის საზღვარზე მსხვერპლით დასრულდა

პალესტინელების მორიგი აქცია ღაზის სექტორის საზღვარზე მსხვერპლით და არეულობით დასრულდა.

პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ ე.წ. დაბრუნების მარშის მონაწილეებმა ისრაელის საზღვრის გარღვევა სცადეს და ცეცხლმოკიდებული საბურავები ისროლეს, რასაც სამხედროებთან დაპირისპირება მოჰყვა.

პალესტინის ავტონომიაში აცხადებენ, რომ ისრაელის არმიამ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად დაიღუპა 17 წლის პალესტინელი ახალგაზრდა. შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი კი 200-ს აჭარბებს.

ისრაელის სამხედრო მეთაურობაში აცხადებენ, რომ სამხედროებმა აქციის დაშლისთვის განკუთვნილი სპეცსაშუალებები გამოიყენეს.

დღის ამბები