08 მაისი 2024,   20:35
ვრცლად
პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს შეხვდა 

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე საარჩევნო კამპანიას იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებთან შეხვედრით აგრძელებს.

დავით ბაქრაძე რომში იმ მძიმე სოციალური პირობებს გაეცნო, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს უწევთ ცხოვრება.

ემიგრანტების თქმით, ისინი საქართველოდან უმუშევრობის გამო წავიდნენ და ოჯახებს უცხოეთიდან გაგზავნილი თანხებით არჩენენ.

მათივე განმარტებით, თითქმის შეუძლებელი სამსახურის ლეგალურად შოვნა, ან სამედიცინო დაზღვევით სარგებლობა.

დავით ბაქრაძე ქართველ ემიგრანტებთან ერთად წირვასაც დაესწრო, რომელიც ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელმა, არქიმანდრიტმა იოანემ აღავლინა.

„შეხვედრა თავისთავად იყო მნიშვნელოვანი, ასევე ვისაუბრეთ კონკრეტულ ინიციატივებზე, ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ლეგალური სტატუსის და კანონიერად დასაქმების პერსპექტივაზე, რაც ქმნის იმის შანს, რომ ათასობით ადამიანს უცხოეთში, დღეს უკვე მყოფს ადამიანს, გაუუმჯობესდეს სამუშაო პირობები,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები