26 აპრილი 2024,   11:51
ვრცლად
"პალიტრა მედიას" საქმე - მესამე სექტორი საგამოძიებო უწყებას გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებს

საგამოძიებო უწყებას არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ
"პალიტრა მედიასთან" დაკავშირებით მიმდინარე მოკვლევა მაქსიმალურად გამჭვირვალედ აწარმოონ.

მესამე სექტორში თვლიან, რომ როდესაც საქმე მედია ჰოლდინგს ეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებელია, პროკურატურამ ყველა არსებულ კითხვას პასუხი გასცეს.

არასამთავრობოები იმედოვნებენ, რომ გამოძიებიდან გამომდინარე მედიის მუშაობას საფრთხე არ შეექმნება.

„იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია მედიაორგანიზაციასთან ყურადღება და აქცენტი საზოგადოების მხრიდან, სამოქალაქო სექტორის მხრიდან ნამდვილად იქნება მიმართული იქითკენ, რომ ამ პროცესებში მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია იყოს გამჭვირვალე,“-ამბობს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე.

 

დღის ამბები