08 მაისი 2024,   18:22
ვრცლად
სერგეი ლავროვი და იენს  სტოლტენბერგი ერთმანეთს შეხვდნენ

იენს სტოლტენბერგმა, ლავროვთან შეხვედრამდე  „ესოშიეითიდ პრესისათვის" მიცემულ ინტერვიუში, უკრაინასა და საქართველოში სამხედრო ჩარევა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მტკიცებულებად დაასახელა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთთან დიალოგი საჭიროა დაძაბულობის განმუხტვისა და არაპროგნოზირებადი ნაბიჯების თავიდან ასაცილებლად.

მან მოსკოვთან დიალოგის არსებობის მნიშვნელობაზე  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზეც ილაპარაკა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთისა და ნატოს სამხედრო წვრთნები.

დღის ამბები