26 აპრილი 2024,   11:53
ვრცლად
ჯორჯ კენტი დავით ბაქრაძეს შეხვდა

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯორჯ კენტი, საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს ამერიკელი დიპლომატი ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატს შეხვდა.

დავით ბაქრაძის თქმით მან ამერიკის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელს ინფორმაცია საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე მიაწოდა, ასევე ესაუბრა ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტებზეც.

აუდიენცია, რომელსაც პარტიის ლიდერები და ამერიკის ელჩი ესწრებოდა, ერთ საათს გაგრძელდა.

სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, კურიერის ინფრმაციით, საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრა. 

 

დღის ამბები