08 მაისი 2024,   18:30
ვრცლად
აქცია ზუგდიდში-ადგილობრივები სკანდალური ჩანაწერებს ეხმაურებიან და ქვეყნის მართვის კრიმინალურ მეთოდებზე საუბრობენ

აქცია ზუგდიდში - მოქალაქეები ქუჩაში გუშინ გავრცელებული სკანდალური ჩანაწერების გამო გამოვიდნენ. აქციის მონაწილეები ქვეყნის მართვის კრიმინალურ მეთოდებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გარდატეხა 28 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა მოხდეს. აქციას შეუერთდნენ პოლიტიკოსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლება საარჩევნოდ კიდევ ერთ კრიმინალურ ქმედებას ამზადებს და არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.

„ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობდა მირზა სუბელიანის როლთან დაკავშირებით ამ დანაშაულებრივ სისტემაში სხვა ადამიანების, იქ სოზარ სუბარის,  ოთარ ფარცხალაძის, ირაკლი ღარიბაშვილის უამრავი სხვა ადამიანები, ივანიშვილის მმართველობითი ვერტიკალი ვინც ააგო, ააგო მაფიოზური ვერტიკალი, ყველა ეს მექანიზმები არის გახსნილი,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა მურთაზ ზოდელავამ. 

 

დღის ამბები