26 აპრილი 2024,   11:42
ვრცლად
მუქარა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელეზე - ეკა გიგაური პროკურატურას მიმართავს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი პროკურატურას მიმართავს.

გიგაური ითხოვს მისი მისამართით გამოხატულ მუქარასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იმედოვნებს, რომ ამ ფაქტს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, წინააღმდეგ შეთხვევაში ორგანიზაცია ყველა შესაძლო შედეგზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ეკისრება.

ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა აგრესიული, პირადი ანგარიშსწორების და მუქარის შემცველი შეტყობინება კონკრეტული მოქალაქისგან 13 ოქტომბერს მიიღო.

ორგანიზაციის შეფასებით, მუქარის ავტორი ზუსტად იმავე ფრაზეოლოგიას იყენებს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გამოიყენა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების წინააღმდეგ, როცა ისინი “ფაშიზმის თანამონაწილეებად” მოიხსენია.

დღის ამბები