26 აპრილი 2024,   11:48
ვრცლად
დავით უსუფაშვილი ამომრჩეველს გორის კულტურის ცენტრში შეხვდა

პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი დღეს გორის კულტურის ცენტრში ამომრჩეველს შეხვდა. უსუფაშვილმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და ქვეყანაში შექმნის ვითარებაზეც ესაუბრა.

საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო კამპანიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის არასასიამოვნო ფონით ხასიათდება. 

„ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაწყნარება. ქვეყანას სჭირდება გაერთიანება გამთლიანება, პროფესიონალი ადამიანები ქვეყნის სათავეში. და ამ ბრძოლაში ჩვენ ძალიან სერიოზული განაცხადი გვექნება. სამწუხაროდ საარჩევნო კამპანია ძალიან არასასიამოვნო ფონით ხასიათდება. ჩვენი ამოცანაა ქვეყნის წინ წაყვანა, ჩემს გამარჯვებასთან ერთად ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ ვხედავთ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან თვითონ გაიმარჯვონ თუნდაც ამ გამარჯვებამ ქვეყანა და მისი მომავალი შეაფერხოს,“-განაცხადა უსუფაშვილმა.

დღის ამბები